ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲙᲔᲢᲘ | AQARA D100 SMART DOORLOCK ZIGBEE

(1 customer review)
1 400,00 ₾

ka en

ჭკვიანი კარის საკეტი Aqara D100 — მრავალფუნქციური, საიმედო და დახვეწილი კარის საკეტი. პრემიუმ დიზაინი. Push&Pull ტექნოლოგია.

მოდელი — ZNMS20LM

ფერი, მასალა — შავი, ალუმინი, მაღალი ხარისხის პლასტიკი

მოწყობილობის ზომები — 393,8 × 74,2 × 58,6 მმ (გამოდგება 40–80 მმ სისქის კარის ფრთაზე დასაყენებლად)

კვება — Li-ion აკუმულატორი, სრული განმუხტვის შემთხვევაში საგანგებო კვება — USB-C (5 ვოლტი)

წონა — 4,2 კგ

კავშირის პროტოკოლები — Zigbee, Bluetooth 5.0, NFC

გამოყენების პირობები — ტენიანობა 0–93%, კონდენსაციის გარეშე

სისტემებთან თავსებადობა — HomeKit, მათ შორის Apple Home Key-ის უახლესი ფუნქცია (Apple-ის ოფიციალური პარტნიორი), Google Asistant, Aqara Home

განბლოკვის მეთოდები:

  • თითის ანაბეჭდით
  • მუდმივი პაროლები
  • დროებითი, ერთჯერადი პაროლები
  • Aqara Home აპლიკაციიდან
  • მექანიკური გასაღები
  • NFC-ბირკა
  • Apple Home Pay

დამატებით: გამოყენების ისტორიის ღრუბლოვანი ჟურნალი. სრული დისტანციური ადმინისტრირების შესაძლებლობა ინტერნეტთან დაკავშირებული Aqara ჰაბის არსებობისას.

Category:
Brands:

აღწერა

პრემიუმ კლასის დიზაინი და შესრულება. გაძლევთ საცხოვრებლის დისტანციური კონტროლის, აპარტამენტში უკონტაქტო შესახლებისა და ბინაში ცხოვრების შესახებ მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას. საკეტი შესანიშნავად გამოდგება ბინებისთვის, აპარტამენტებისთვის, კერძო სახლებისა და ოფისებისთვის.

გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას: ჭკვიანი კარის საკეტი Aqara D100 + ჰაბი Aqara M100 (ან სხვა Aqara ჰაბი) + საკეტის დაყენება თქვენს კარზე. ეს პაკეტი უზრუნველყოფს საკეტის სრულ ფუნქციონალს, მონტაჟსა და გამართვას გასაღებჩაბარებით.

  • საკეტის მონტაჟი
  • ჰაბის გამართვა, სისტემის ინტერნეტთან დაკავშირება
  • საკეტის გამართვა
  • აპლიკაციის დაყენება მომხმარებელთა ტელეფონებზე, ინსტრუქტაჟი
  • +2 NFC-ბირკა საჩუქრად

ჰაბი უზრუნველყოფს საკეტის დისტანციურ კონტროლს, მართვასა და ადმინისტრირებას ინტერნეტით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ჰაბის გარეშე საკეტის პარამეტრების შეცვლა (თითის ანაბეჭდების რეგისტრაცია, დროებითი და მუდმივი პაროლების დაყენება) მხოლოდ Bluetooth-ით, საკეტთან ახლოს ყოფნისას შეგიძლიათ.

საკეტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, უზრუნველყოს ბინაში დისტანციური წვდომა ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაშიც.

ჩვენი სპეციალისტი დაამონტაჟებს საკეტს, გაითვალისწინებს მისი გამართვის ყველა თავისებურებას და ზუსტად მოარგებს საპასუხო ფირფიტებს გამოსაწევ რიგელებს. თქვენი კარი ესთეტიკურ იერს შეინარჩუნებს. სამუშაო სუფთად და აკურატულად შესრულდება. მონტაჟს ჩვეულებრივ 1–2 საათი სჭირდება.

ჩვენ ვმუშაობთ ბათუმში (უფასო მიწოდება), ქუთაისსა და თბილისში.

AQARA | SMART DOOR LOCK | SMART HOME | GEORGIA | BATUMI | KUTAISI | TBILISI | ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲮᲚᲘ | ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲙᲔᲢᲘ | ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲔᲑᲐ | ᲬᲧᲚᲘᲡ ᲒᲐᲟᲝᲜᲕᲘᲡᲒᲐᲜ ᲓᲐᲪᲕᲐ | ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲠᲓᲔᲑᲘ | ᲮᲛᲝᲕᲐᲜᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ | ᲑᲐᲗᲣᲛᲘ | ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘ | ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ

1 მიმოხილვა: ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲙᲔᲢᲘ | AQARA D100 SMART DOORLOCK ZIGBEE

  1. Russian

    Alexey –

    Это бомба!!! Про ключи забыл. Открываю прикладывая телефон. Приятно порадовало что в этой модели есть звонок.

Show only reviews in Georgian ()

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Products